ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთს "ჭკუას არიგებს" - "თუ ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტე, სად გეჩქარება? ზუსტად იცი, სად წაიღებენ შენს კონიაკს, ბოსტნეულს და ხილს?"
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სომხეთს მოუწოდებს, არ იჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება და უარი არ თქვას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან (EAEU) თანამშრომლობაზე.
„გთხოვთ, ნუ იჩქარებთ ამის მიტოვებას. დამიჯერეთ, როგორც გამოცდილ პრეზიდენტს, თითქმის 30 წელია ვმუშაობ, არავინ გველოდება. თუ გადაწყვიტე ევროკავშირში გაწევრიანება, სად გეჩქარება? ნუ იჩქარებთ იმის მიტოვებას, რაც ამჟამად სასარგებლოა. ნუ დატოვებთ ამ საერთო ბაზარს”, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან სომხეთს მოუწოდა, დაფიქრდეს, მოუწოდა, შეუძლია თუ არა მას ევროკავშირში კონიაკის, ბოსტნეულისა და ხილის გაყიდვა.
“თუ ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტე, სად გეჩქარება? ზუსტად გაქვს განსაზღვრული სად წაიღებენ შენს კონიაკს, სად წაიღებენ შენს ბოსტნეულსა და ხილს? რა რაოდენობით?” - აღნიშნა ლუკაშენკომ.
"ინტერპრესნიუსი"