ტრაგედია ინდოეთში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ინდოეთში

ინდოეთის ბიჰარის შტატში ავტოავარიის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 11 ბავშვია. მგზავრებით გადაჭედილი სატვირთო მანქანა თხრილში გადავარდა და ამოტრიალდა. მძღოლი, რომელიც მთვრალი იყო, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაღუპულების ოჯახები კომპენსაციის სახით 50 ათას რუპიას, ანუ 910 აშშ დოლარს მიიღებენ.