"ვინ არის რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?! - კვირის პალიტრა

"ვინ არის რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე?" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?!

"ვინ არის მეექვსე პენიტენციური დაწესებულების (რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის) დირექტორი შოთა ტრაპაიძე?! მის სახელს პერიოდულად უკავშირდება პატიმართა მიმართ ძალადობისა და წამების ბრალდებები", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

"პროკურატურამ ერთხელ შეუწყვიტა კიდეც მას უფლებამოსილება, თუმცა მოჩვენებითად. სანამ N6 დაწესებულებაში გადაიყვანდნენ, ტრაპაიძე გლდანის N8 საპყრობილეში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მას საკნებში შეჭრაში, პატიმართა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და „სადამსჯელო საკნებში“ უკანონო გადაყვანაში ადანაშაულებდნენ.

„კრიმინალურ ავტორიტეტებთან“ გარიგებები და პრივილეგიების მინიჭება იყო მთავარი ბრალდება რასაც მას უყენებდნენ.

პატიმარი გიორგი ოქროპირიძე ჯერ კიდევ წლების წინ, როდესაც ტრაპაიძე გლდანში იყო აცხადებდა, რომ ციხის ადმინისტრაცია სისტემატურ იძულებასა და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა.

პატიმარი ილია შანშაშვილი, ტრაპაიძეს ღიად ადანაშაულებდა კარცერში ხანგრძლივად, უკანონოდ და უჰაერო პირობებში ჩაკეტვაში. ფიზიკურ ძალადობაში.

პატიმარმა მალხაზ ბაბუაძემ რომელუც ასევე მეექვსეში იხდიდა სასჯელს გაუსაძლისი პირობების გამო ვენები გადაიჭრა. ოჯახი ამბობდა რომ ეს სწორედ ტრაპაიძის არადამიანურმა მოპყრობამ გამოწვია.დღეს უკვე მის ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და რამე კითხვები არის კიდევ?" - წერს ჟორჟოლიანი.