ევამ მსოფლიო ვარსკვლავის ყურადღება მიიქცია - რა ვიდეო გაავრცელა სელინ დიონმა?
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა გოგონა - ევა ბუთიაშვილი უკვე მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავად იქცა. მის ვიდეოებს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან აქვს გამოხმაურება.
ცოტა ხნის წინ ევა ბუთიაშვილის ვიდეო ცნობილმა თურქმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა Instagram Story-ში გააზიარა. "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ", - წერს დემეთი ვიდეოზე, სადაც ევა თავის ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს კიდეც.
ამჯერად ევამ მსოფლიო ვარსკვლავის, სელინ დიონის ყურადღება მიიქცია. მომღერალმა “ინსტაგრამში“ უახლესი ვიდეო განათავსა, სადაც ერთ-ერთ მონაკვეთში ევა ბუთიაშვილის სწორედ ეს ვირუსულად გავრცელებული ვიდეო აქვს ჩართული და მასთან ერთად ცეკვავს.
“ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის პატარა ევას შეძახილი სელინ დიონის ვიდეოში.
დიონის ვიდეოს “ინსტაგრამის“ სთორიში აქვეყნებს ევა ბუთიაშვილის დედაც. ვრცლად