“გურამ დადიანიძის ამბავზე სასამართლოში მიბარებენ..." - რას აცხადებს ეკა ყუშიტაშვილი?
ეკა ყუშიტაშვილის განცხადებით მას გურამ დადიანიძის საქმეზე სასამართლოშ იბარებენ. როგორც ყუშიტაშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას დადიანიძის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ანა გელაშვილმა შეურაცხყოფისთვის უჩივლა.
“გურამ დადიანიძის ამბავზე სასამართლოში მიბარებენ... გურამ დადიანის გაუჩინარება და ეს ტრაგედია მთელი საქართველოსთვის არის შემზარავი. არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც ამას არ დარდობს და მთელი საქართველო გამომძიებლებად ვიქეცით რასაც ჰქვია.
მიმძიმს ამ ბავშვზე ლაპარაკი. მე თვითონ ვარ მშობელი და ძალიან განვიცდი. ეს ანა გელაშვილი ტელევიზიით რომ გამოვიდა და გურამ დადიანიძეს აბუჩად იგდებდა დასცინოდა, მის გაუბედურებულ დეა დასცინოდა. ეს თავში ხან ნარკომანი გამოიყვანეს, ხან ბარიგა, ხან უინტელექტო... ათასი რაღაცა. საგამოძიებო უწყებებს უმორჩილესად გთხოვთ რომ მეტი დროდ დაუთმეთ ამ ბავშვის ამბის გამოძიებას,“ - აცხადებს ყუშიტაშვილი.