"გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია და ალბათ, დრო სჭირდება, კარგად გადაავლოს თვალი მოვლენებს - მარტივად ვუპასუხებ: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით"
მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ გერმანიის ელჩის მიერ ფონდების ნაწილის დახურვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
კირცხალია გერმანიის ელჩს ურჩევს, „ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები“.
„როგორც ვიცი, გერმანიის ელჩი ახალი ჩამოსულია ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ცოტა დრო სჭირდება კარგად გადაავლოს თვალი პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენს ქვეყანაში, კარგად შეისწავლოს და სთხოვოს თავის თანამშრომლებს კარგად შეისწავლონ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებით იმ კუთხით, რა კუთხითაც ის აკეთებს ამ ხმამაღალ განცხადებებს. მარტივად ვუპასუხებ გერმანიის ელჩს: რომ წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ რომ დასაფინანსებელია, დავუფინანსებდით. თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, რომ დაფინანსებულიყო და ეს თუ რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი გახდა, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ შემდეგ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს.