16 ნოემბერს ვადა იწურება - ვინ უნდა გადაიხადოს და ვის არ ეხება ქონების გადასახადი?
ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელ, თანხის გადახდა კი - 16 ნოემბრის ჩათვლით. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა."ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1-ელი ნოებერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი.
ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.
აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. ნულოვანი დეკლარაცია (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო. გააგრძელეთ კითხვა