როგორი იქნება შემოდგომის დარჩენილი პერიოდი? - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი (ვიდეო)
შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას მეტეოროლოგიის დეპარტამენტის კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ავრცელებს.
ხათუნა ქოქოსაძის ცნობით, ოქტომბერში საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 14-16 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება ნოემბრის თვეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 10-11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 9-10 გრადუსი იქნება.
"ოქტომბერში, ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ 26 -27გრადუსამდე მოიმატოს დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25-26 გრადუსამდე ვვარაოდობთ ტემპერატურის მატებას.
აღსანიშნავია, რომ ცალკეულ დღეებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა, ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს" - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში, გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე ქვეყნდება. იხილეთ ვიდეო