"ჩემ­ზე ზე­წო­ლას ვე­რა­ვინ მო­ახ­დენს" - რატომ წყვეტს ვალერი გელაშვილი ბიზნესს ხაშურში და სად გააგრძელებს საქმიანობას? - კვირის პალიტრა

"ჩემ­ზე ზე­წო­ლას ვე­რა­ვინ მო­ახ­დენს" - რატომ წყვეტს ვალერი გელაშვილი ბიზნესს ხაშურში და სად გააგრძელებს საქმიანობას?

ბიზ­ნეს­მენ ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხა­შურ­ში ყვე­ლა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას წყვეტს იმ მი­ზე­ზით, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ჯა­რი­მა და­ა­კის­რა, რა­საც ქო­ნე­ბის და­ყა­და­ღე­ბა მოჰ­ყვა.

ცოტა ხნის წინ “ქარ­თლის ამ­ბებ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი ხა­შურ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ბიზ­ნესს ყი­დის და მხო­ლოდ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნას იტო­ვებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ამ­ჯე­რად ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს ავ­რცე­ლებს. გე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ასეთ პი­რო­ბებ­ში, სა­ბან­კო სეს­ხე­ბით ვე­ღარ სარ­გებ­ლობს, მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს და ჰყი­დის ბიზ­ნესს. საქ­მი­ა­ნო­ბას კი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­აგ­რძე­ლებს, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობს.“ბიზ­ნე­სის გა­ყიდ­ვის მი­ზე­ზი ისაა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ჯა­რი­მა და­მა­კის­რა. გი­რაო და­მა­დეს, ბან­კე­ბი სეს­ხებს აღარ მაძ­ლე­ვენ. რა­ტომ და რის­თვის, ამის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბას ტე­ლე­ფო­ნით ვერ და­ვი­წყებ. იცით თქვენ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რა სი­ტუ­ა­ცია იყო ხა­შურ­ში," - გვი­თხრა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს სა­ხელ­მწი­ფოს­გან ზე­წო­ლა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზე­წო­ლას ვე­რა­ვინ მო­ახ­დენს:

“არა­ნა­ირ ზე­წო­ლას აქვს ად­გი­ლი. თუ კარ­გად მიც­ნობთ, ჩემ­ზე ზე­წო­ლას ვე­რა­ვინ მო­ახ­დენს და არც და­ი­ბა­დე­ბა ასე­თი ადა­მი­ა­ნი. საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში გა­ვაგ­რძე­ლებ, აქ თავს კარ­გად ვგრძნობ,"- გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა. ვრცლად