"პა­რას­კევს გას­კდა ეს ამ­ბა­ვი, რომ და­ღუ­პუ­ლია... ბი­ჭებს უთ­ქვამთ იქ, ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­დაო, ლურ­სმან­ზე ყო­ფი­ლა "კაპ­რო­ნის ძაფი" და ...." - რას ამბობს ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა? - კვირის პალიტრა

"პა­რას­კევს გას­კდა ეს ამ­ბა­ვი, რომ და­ღუ­პუ­ლია... ბი­ჭებს უთ­ქვამთ იქ, ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­დაო, ლურ­სმან­ზე ყო­ფი­ლა "კაპ­რო­ნის ძაფი" და ...." - რას ამბობს ციხეში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა?

რუს­თა­ვის N17 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტი­მა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ტვ პირ­ვე­ლი“ ოჯა­ხის წევ­რის ნა­ამ­ბობ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და.

პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ურ­ში და აცხა­დე­ბენ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის "მყი­სი­ე­რი მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე" გა­მო­ძი­ე­ბა დაწყებულია.

პა­ტიმ­რის მა­მი­დის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახს პა­რას­კევს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მსჯავ­რდე­ბუ­ლი ია­კობ გუ­ლე­და­ნი სა­კან­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. მა­მი­და პა­ტიმ­რის მიერ სუ­ი­ციდს ფაქტს უარ­ყოფს.

„მე მა­მი­და ვარ. პა­რას­კევს გას­კდა ეს ამ­ბა­ვი, რომ და­ღუ­პუ­ლია. იძა­ხი­ან, რომ თავი მო­იკ­ლაო, ბი­ჭებს უთ­ქვამთ იქ, ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­დაო, ლურ­სმან­ზე ყო­ფი­ლა "კაპ­რო­ნის ძაფი" და თავი ჩა­მო­იხ­რჩოო. დი­ლას კი­დევ ყავა და­უ­ლე­ვია. ან მო­წამ­ლეს... არ ვიცი ექ­სპერ­ტებ­მა რა და­ად­გი­ნეს და რა არა, თავს არაფ­რით არ მო­იკ­ლავ­და, ძა­ლა­დო­ბის კვა­ლიც აქვს, მგო­ნი", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მას სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვე­ში უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

"თავს არ მო­იკ­ლავ­და. სამ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე­ში იყო და თავი არ მო­უკ­ლავს და ახლა, 2-3 თვე­ში უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო და ახლა მო­იკ­ლავ­და? თან ვა­რა­უ­დია ახლა ეს. ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თქვეს, რომ დი­ლით ყავა და­ლია, მერე ტუ­ა­ლეტ­ში შე­ვი­და და რომ შე­აგ­ვი­ან­და და აღარ გა­მო­ვი­და, მი­ვა­კი­თხეთ, კარი და­კე­ტი­ლი იყო, შე­ვამ­ტვრი­ე­თო და ლურ­სმან­ზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ კაპ­რო­ნის ძა­ფით“ ,- აცხა­დებს მა­მი­და "ტვ პირ­ველ­თან".