“რუსეთის ხელისუფლება შავი ჭირის აფეთქებას მალავს“ - რას წერს ბრიტანული ტაბლოიდი ირკუტსკში პუტინის მთავარი ექიმის სასწრაფო ვიზიტისა და ახალი, სკანდალური ვერსიის შესახებ? - კვირის პალიტრა

“რუსეთის ხელისუფლება შავი ჭირის აფეთქებას მალავს“ - რას წერს ბრიტანული ტაბლოიდი ირკუტსკში პუტინის მთავარი ექიმის სასწრაფო ვიზიტისა და ახალი, სკანდალური ვერსიის შესახებ?

“რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შავი ჭი­რის აფეთ­ქე­ბის და­მალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ციმ­ბირ­ში, ირ­კუტსკის ოლ­ქში, 28 წლის მეც­ნი­ე­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 189 ადა­მი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხოლო მოს­კო­ვი­დან ად­გილ­ზე ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი, ანა პო­პო­ვა სას­წრა­ფოდ ჩაფ­რინ­და,“ - ამის შე­სა­ხებ ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა thesun წერს და სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს “ვუ­ჰა­ნის სცე­ნარს“, რო­დე­საც ჩი­ნე­თის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და COVID-19-ის შემ­თხვე­ვა.

screenshot-2026-10-04-210951-1791133813.png
“შავი ჭი­რით“ გარ­დაც­ვლი­ლი ლა­ბო­რან­ტი არია ში­პი­ლო­ვა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ით ირ­კუტსკის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის 28 წლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, და­რია ში­პი­ლო­ვა მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც პა­თო­გე­ნის შემ­ცვე­ლი ფლა­კო­ნი შემ­თხვე­ვით გა­უ­ტყდა და და­ინ­ფი­ცირ­და. აღ­ნიშ­ნულ­მა რე­გი­ონ­ში მას­შტა­ბუ­რი გან­გა­ში გა­მო­იწ­ვია.

ამ­ჟა­მად იზო­ლა­ცი­ა­ში 189 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა: მათ­გან 114 ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, 63 - მე­ო­რე­ში, ხოლო 12 პირი უშუ­ა­ლოდ შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტში იმ­ყო­ფე­ბა. ირ­კუტსკის ოლ­ქის შელე­ხო­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რი გა­და­იყ­ვა­ნეს, სრულ კა­რან­ტინ­შია. იუ­წყე­ბი­ან, რომ იზო­ლი­რე­ბულ­თა­გან ზოგს და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბიც აღე­ნიშ­ნე­ბა.

მოვ­ლე­ნა­თა ეპი­ცენ­ტრში მოს­კო­ვი­დან სას­წრა­ფოდ ჩაფ­რინ­და რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი ანა პო­პო­ვა, რათა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია პი­რად კონ­ტროლ­ზე აი­ღოს. თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და თა­ვად პო­პო­ვა მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარს ამ­ბო­ბენ. გააგრძელეთ კითხვა