საფრანგეთში 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა
საფრანგეთის განათლების მინისტრის, ედუარ ჟეფრეს განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, დღეს ქვეყნის მასშტაბით 500-მდე სკოლა სრულად ან ნაწილობრივ დახურული იქნება, - ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
მისი თქმით, 400-500 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდება, რადგან უსაფრთხოების პირობები დაკმაყოფილებული არ არის. მინისტრის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 24 სკოლა „დაიწვა ან გაიძარცვა“.
ამასთან, საპროტესტო აქციების ორგანიზატორები საზოგადოებას სამშაბათს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს და მიზეზად მთავრობის მხრიდან კონკრეტული ზომების არარსებობა დაასახელეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ კვირას წარადგინა სამოქმედო გეგმა და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, კადრების დეფიციტის აღმოფხვრა პრიორიტეტად დაისახონ.