"სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა" - რა მოხდა კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე და რას აცხადებს შსს?! - კვირის პალიტრა

"სავარაუდოდ, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაა" - რა მოხდა კავკასიის უნივერსიტეტის წვეულებაზე და რას აცხადებს შსს?!

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თულ Welcome Party-ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­დე­გად, 10-მდე სტუ­დენტს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და.

“უნი­ვერ­სი­ტე­ტის ველ­ქამ­ზე რამ­დე­ნი­მე გოგო ცუ­დად გახ­და, ყვე­ლას ერთი და იგი­ვე სიმპტო­მი აქვს. პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ჩა­ტებ­ში ერ­თმა­ნეთს აფრ­თხი­ლე­ბენ არა­ვის მო­წო­დე­ბუ­ლი სას­მე­ლი არ და­ლი­ონ. პო­ლი­ცი­ამ ვი­ღა­ცე­ბი გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა.კი, ძა­ლი­ან მშვი­დო­ბა გვაქვს კა­ლა­ძის ქა­ლაქ­ში,” - წერს ნა­თია გაბ­რა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, წვე­უ­ლე­ბა­ზე შე­პა­რულ­მა პირ­მა სტუ­დენ­ტე­ბის ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­ა­მა­ტა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. Ambebi.ge ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გვი­თხრეს, რომ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 124-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.

განაგრძეთ კითხვა