რა ჩვენება მისცა გამოძიებას თეიმურაზ გოგიაშვილმა, რომელიც მოსკოვში ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს?! - კვირის პალიტრა

რა ჩვენება მისცა გამოძიებას თეიმურაზ გოგიაშვილმა, რომელიც მოსკოვში ელენა წერეთლისა და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს?!

თეიმურაზ გოგიაშვილს, რომელიც ელენა წერეთლის და მისი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააკავეს, ბრალი წაუყენეს. გამოძიება გრძელდება, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილ მამაკაცს ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის მკვლელობა ანგარების მოტივით) და 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორი ეპიზოდით (იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენება).

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალი აღიარა.

„მან ორივე მკვლელობა აღიარა და თქვა, რომ ჯერ ავტოფარეხში გოგონა მოკლა, შემდეგ კი - მისი დედა“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

მკვლელობის მოტივის დასადგენად გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადეს, რომ ორმაგი მკვლელობის მოტივი შესაძლოა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი ყოფილიყო.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა