საქართველოში ბენზინის ფასმა 5 ლარს მიუკაკუნა - რა ფასებია ბენზინგასამართ სადგურებზე?!
საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდა. 3 დღეში ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან10 თეთრამდე გაიზარდა, ხოლო დიზელის 5 თეთრამდე.
აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ - 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.
ამასთან, „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით; დიზელი - 54.5%-ით; ხოლო გაზის საწვავი - 0.6%-ით არის გაძვირებული.
„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Wissol
ეკო სუპერი - 4.58 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.54 ლარი) – ზრდა 4 თეთრი;
ეკო პრემიუმი - 4.26 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი) - ზრდა 10 თეთრი;
ეკო დიზელი - 4.99 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.99 ლარი);
ევრო დიზელი - 4.95 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
ევრო რეგულარი -3.97 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 3.94 ლარი) - ზრდა 3 თეთრი.
Lukoil
სუპერი - 4.60 ლარი (2 ოქტომბრის 4.55 ლარი) -ზრდა 5 თეთრი;
პრემიუმი დანამატებით - 4.25 ლარი (2 ოქტომბრის 4.15 ლარი) - ზრდა 10 თეთრი;
რეგულარი - 3.95 ლარი (2 ოქტომბრის 3.90 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
ევრო დიზელი - 4.97 ლარი (2 ოქტომბრის 4.92 ლარი) - ზრდა 5 თეთრი.
Socar
ნანო სუპერი - 4.55 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.50 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;
ნანო პრემიუმი - 4.25 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.15 ლარი) - ზრდა 10 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი - 3.95 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 3.86 ლარი) - ზრდა 9 თეთრი;
ევრო 5 დიზელი - 4.86 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);
ნანო ევრო 5 დიზელი - 4.94 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი);
Gulf
G-Force სუპერი - 4.59 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.59 ლარი);
G-Force პრემიუმი - 4.27 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.27 ლარი);
ევრო რეგულარი - 3.97 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 3.97 ლარი);
G-Force ევრო დიზელი - 4.95 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
ევრო დიზელი - 4.87 ლარი (2 ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი).