"დროა, საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე: ბოლო დღეებში ოპოზიციური მედია და აქტივისტები სულ ტყუილად იხარჯებიან აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად"
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმის გარშემო არსებულ საზოგადოებრივ აზრზე წერს:
"დროა, საბოლოოდ ვაღიაროთ მწარე სიმართლე: ბოლო დღეებში ოპოზიციური მედია და აქტივისტები სულ ტყუილად იხარჯებიან, აშკარა გაუპატიურების ფაქტზე მოსახლეობის ნაწილის თანაგრძნობის აღსაძვრელად. საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც 2012-ში მოსახლეობის ამ ნაწილს სულ ფეხებზე ეკიდათ და ჰკიდიათ სხვა ადამიანის უფლებები. მათ უბრალოდ სურდათ რუსეთზე ჩაბარება და ეს განახორციელეს კიდეც, რაც შეეხება მაშინდელ თავიდან ბოლომდე დადგმულ სპეცოპერაციას - ეს მხოლოდ "მიზეზ, მიზეზ - დოს მარილი აკლიაო" საბაბი იყო, ამ ლაჩრული საქციელის გასამართლებლად" - წერს მიხეილ სააკაშვილი.