ვინ გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული?
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული მაგდა მიქაბერიძე გახდა.
მაგდა მიქაბერიძე არის თბილისის N45 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და განათლების სპეციალისტი, რომელიც 2026 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში დასახელდა, შემდეგ ხუთეულში მოხვდა და წლევანდელი გამარჯვებულია.
კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა, ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.
ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის გაზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.