რას ამბობს ტრამპი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე?! - კვირის პალიტრა

რას ამბობს ტრამპი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე?!

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება ციმბირში, შავი ჭირის კვლევის ცენტრში რუსი ლაბორანტის გარდაცვალების შემთხვევას.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს გავრცელება დიდი პრობლემაა რუსეთისთვის და რომ შეერთებული შტატები რუსეთს დახმარებას გაუწევს.

“არ მსიამოვნებს იმის ყურება, რომ ასეთ მდგომარეობაში არიან; ჩვენ დავეხმარებით. ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით”, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ცნობებს ყურადღებით აკვირდება.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა