“ცელსიუსმა“ პროფესიონალ ხელოსნებს ტრადიციულ ღონისძიებაზე უმასპინძლა
გათბობისა და გაგრილების სისტემების სფეროში, ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება საბოლოო სამომხმარებლო გამოცდილების მხოლოდ ერთი მხარეა. რეალურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონალი ხელოსნის მომსახურება. ხელოსანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც მოწყობილობის გამართულ მონტაჟს უზრუნველყოფს და მომხმარებელთან სწორად წარმოაჩენს იმ ბრენდს, რომელთანაც თანამშრომლობს.
სწორედ ასეთი პროფესიონალების გარშემო შექმნილი საზოგადოების გაძლიერებას ემსახურება „ცელსიუსის“ ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელსაც რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა 25 სექტემბერს,.
ღონისძიებამ „ცელსიუსის“ პარტნიორი ხელოსნები და კომპანიის გუნდი ერთ სივრცეში გააერთიანა.შეხვედრის მთავარი მიზანი ცოდნისა და სიახლეების გაზიარებასთან ერთად, იმ ადამიანების დაფასება და წახალისება იყო, რომლებიც ხარისხიან მომსახურებას ქმნიან და მომხმარებელთან ბრენდის გამოცდილების უმთავრეს ნაწილს განსაზღვრავენ.
ღონისძიების ფარგლებში, „ცელსიუსის“ გუნდმა სტუმრებს კომპანიის საქმიანობა, მიმდინარე სიახლეები და ის ბრენდები გააცნო, რომლებსაც კომპანია საქართველოში წარმოადგენს. წელს ღონისძიებას 100-ზე მეტი პარტნიორი ესწრებოდა, 15 მათგანი კი წლის “ოქროს პარტნიორად “ დასახელდა.
ღონისძიებაზე ცალკე ნაწილი Ariston-ს დაეთმო. სტუმრებმა ბრენდის სიახლეები და , თანამედროვე ტექნოლოგიები გაიცნეს. მთავარი აქცენტი კონდენსაციური ქვაბის უპირატესობებზე გაკეთდა და უახლესი მომავლის ტექნოლოგიად დასახელდა. პროფესიონალი ხელოსნებისთვის, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გათბობისა და გაგრილების ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება. ახალი პროდუქტები და ფუნქციები, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებული შესაძლებლობები და თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტილებები პროფესიონალებისგანაც მუდმივ განვითარებასა და ინფორმაციის განახლებას საჭიროებს.
„ცელსიუსისთვის“ პარტნიორობა პროდუქტის მიწოდებით არ სრულდება: მნიშვნელოვანია, რომ სპეციალისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ ბრენდებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებთანაც ყოველდღიურად მუშაობენ.
ყველაზე აქტიური პარტნიორის დაჯილდოება
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი „ცელსიუსის“ ყველაზე აქტიური პარტნიორი ხელოსნების დაჯილდოება იყო.
ეს იყო შესაძლებლობა, კომპანიას კიდევ ერთხელ გამოეხატა მადლობა იმ პროფესიონალების მიმართ, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობენ „ცელსიუსთან“, მომხმარებლებს ხარისხიან მომსახურებას სთავაზობენ და საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ სფეროში მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.
სპეციალისტი ხშირად ის ადამიანია, რომელსაც მომხმარებელთან ყველაზე უშუალო ურთიერთობა აქვს. სწორედ მის პროფესიონალიზმზე, ცოდნასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის გამართული მუშაობა, არამედ მომხმარებლის დამოკიდებულებაც ბრენდის მიმართ.
ამიტომ „ცელსიუსისთვის“ ხელოსნებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარება პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მხოლოდ პრეზენტაციებითა და საქმიან თემებზე საუბრით არ შემოიფარგლა.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სტუმრებს სხვადასხვა განსატვირთი აქტივობა დახვდათ, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კარტინგის შეჯიბრი იყო.დღე საერთო ვახშმითა და გათამაშებით დასრულდა.
ასეთმა ფორმატმა პარტნიორებს საშუალება მისცა, ყოველდღიური სამუშაო გარემოს მიღმა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება და კიდევ უფრო მჭიდრო პროფესიული კავშირები დაემყარებინათ.
პარტნიორობა, რომელიც ფასდება
„ცელსიუსისთვის“ წარმატებული პარტნიორობა ნიშნავს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებას, არამედ პროფესიონალებთან მუდმივ კომუნიკაციას, ცოდნის გაზიარებას, მათი საქმიანობის მხარდაჭერასა და წარმატების აღიარებას.
„ცელსიუსის ბრენდს და იმ ღირებულებებს, რომელთა ირგვლივაც გავერთიანდით, პირველ რიგში, ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებენ. სწორედ ჩვენი პარტნიორი ხელოსნების დამსახურებით შეგვიძლია, მომხმარებელს ის მისია ვაჩვენოთ, რომელიც წლების წინ დავისახეთ: საქართველოში ხელმისაწვდომი გავხადოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და საუკეთესო სერვისი.“
ავთანდილ მეგრელიშვილი, „ცელსიუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართული ღონისძიებაც ამ იდეას ეხმიანებოდა: ცოდნა, პარტნიორობა, პროფესიონალების დაფასება და საუკეთესო გამოცდილების შექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ხარისხიან სერვისს.
R