შავი ზღვა ბრძოლის ველს ემსგავსება?! - ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა გემებს დაარტყეს - კვირის პალიტრა

შავი ზღვა ბრძოლის ველს ემსგავსება?! - ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა გემებს დაარტყეს

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას ბულგარეთის ეროვნული რადიო ავრცელებს.

შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც დღეს დილით გემების ეკიპაჟის წევრებმა დრონებით დარტყმის შემდეგ განგაშის სიგნალები გაგზავნეს.

ქალაქ ვარნას საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა რუმენ ნიკოლოვმა განაცხადა, რომ ერთი გემი ჩაიძირა და მისი ეკიპაჟის წევრები დაკარგულად ითვლებიან, ხოლო მეორე გემზე მყოფი მეზღვაურები მაშველებმა გადაარჩინეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა