სად გააგრძელებს საქმიანობას ზურაბ აბაშიძე?!
ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
ზურაბ აბაშიძე 2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.
"ინტერპრესნიუსი"