ქართველი მუსიკოსი, შოთა ადამაშვილი ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსის გაიმარჯვებულია
ქართველმა ქანთრი მუსიკოსმა, შოთა ადამაშვილმა ტეხასის ქანთრი მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
მუსიკოსმა გაიმარჯვა ნომინაციაში 2026 "TEXAS SOUNDS"- ის "წლის საუკეთესო შესრულება"."წელს გამიმართლა და "წლის საუკეთესო შესრულების“ ჯილდო მოვიპოვე; გულითად მადლობას გიხდით." - წერს ადამაშვილი სოციალურ ქსელში.აღსანიშნავია, რომ მან გასულ წელსაც მოიპოვა კონკურსის ჯილდო.
შარშან მუსიკოსმა ორ ნომინაციაში - 2025 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერა და Texas Spirit-ის წლის საუკეთესო შესრულება - გაიმარჯვა.