იმედი L ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის AI-ის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს - კვირის პალიტრა

იმედი L ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის AI-ის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს

იმედი L, როგორც კერძო სექტორის მხარდამჭერი სადაზღვევო კომპანია, ტურიზმის ასოციაციის წევრებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის საუკეთესო შესაძლებლობების გაზიარებას განაგრძობს. ამ მიზნით, 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე ტურიზმის ასოციაციის წევრებისა და პარტნიორი კომპანიებისთვის ვებინარი გაიმართება.

ღონისძიებაზე Wandero-ს გუნდი მონაწილეებს გააცნობს AI პლატფორმას, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს შემოსულ მოთხოვნებს, რამდენიმე წამში ქმნის მომხმარებელზე მორგებულ ტურებს და ამარტივებს კომუნიკაციის პროცესს. Wandero-ს პლატფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: wandero.ai

ვებინარი იმედი L-ის მიერ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გათვლილი შეხვედრების სერიის ნაწილია და მიზნად ისახავს, ტურისტულ კომპანიებს AI-ის გამოყენებით ყოველდღიური პროცესების გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები გააცნოს.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის იმედი L-ის პარტნიორი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები უნდა ეწვიონ ბმულს: imedil.info/webinar

რეგისტრაციის შემდეგ, Google Meet-ის შეხვედრის ბმული მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნებათ.

R