“ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი - საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა“ - დაავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე - კვირის პალიტრა

“ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი - საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა“ - დაავით მათიკაშვილი მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეზე

საბოლოოდ ჩამოიშალა და ჩამოინგრა ე.წ. რევოლუციური ენთუზიაზმი, ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “პრაქტიკულად, ამ საპროცესო შეთანხმებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარი და ამ რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა”.

“საბოლოოდ ჩამოიშალა და ჩამოინგრა ე.წ. რევოლუციური ენთუზიაზმი, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ. ეს არის აგენტის ბედი და ხვედრი, ისე გამოგიყენებენ, ისარგებლებენ შენით, მერე მიგატოვებენ და საბოლოო ჯამში, შენ გიწევს სიმართლის აღიარება იმისთვის, რომ თვალი გასწორო რეალობას.

პრაქტიკულად, ამ აღიარებით მათ აღიარეს რევოლუციური სცენარი და ამ რევოლუციური სცენარის ავანგარდში ყოფნა. აღიარეს, რომ მთელი ეს შემადგენლობა წარმოადგენენ აგენტურულ ძალას, რომლებიც იღებენ დავალებებს უცხოეთიდან და შემდგომ ცდილობენ შეასრულონ, მაგრამ მათ შესრულება არ გამოდის. არ გააჩნიათ ამის რესურსი, არ გააჩნიათ საზოგადოების ნდობა და საბოლოო ჯამში, უწევთ ამ ყველაფრის სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე აღიარება.

განაგრძეთ კითხვა