“დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა...“ - რას აცხადებენ პროკურატურაში გარდაბანში მომხდარ მკვლელობაზე
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა."შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, დაზარალებულმა ბრალდებულის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.