ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია!
მან ზედიზედ მეორედ იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და კიდევ ერთი მედალი მოუტანა საქართველოს!
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა ( 57კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეთერი ფინალში იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა.
ლიპარტელიანმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ურუგვაელ მაია ლეოპოლდს იპონით სძლია, მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი სარა სოუზა ასევე იპონით დაამარცხა.