გავრცელებული ინფორმაციით “შავი ჭირს“ რუსეთში მეორე ადამიანი ემსხვერპლა - რას წერს მედია - კვირის პალიტრა

გავრცელებული ინფორმაციით “შავი ჭირს“ რუსეთში მეორე ადამიანი ემსხვერპლა - რას წერს მედია

“6 ოქ­ტომ­ბერს ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ირ­კუტსკის ოლ­ქში შავი ჭი­რის­გან მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა,“ - ამის შე­სა­ხებ dailymail-ი წერს და ირ­კუტსკის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­საც დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლავს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პა­ნი­კა გა­სულ კვი­რას მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ციმ­ბირ­ში მდე­ბა­რე კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში ფილ­ტვის შავ ჭი­რის ბაქ­ტე­რი­ას­თან სა­ვა­რა­უ­დო კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.

მას შემ­დეგ, რაც 28 წლის და­რია ში­პი­ლო­ვამ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს გა­ნუ­ცხა­და, რომ ირ­კუტსკის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტში ცო­ცხა­ლი ბაქ­ტე­რი­ის შემ­ცვე­ლი სინ­ჯა­რა შემ­თხვე­ვით გა­უ­ტყდა, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც მას კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, კა­რან­ტინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თა­ვად ქალი 2 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

რუ­სე­თი ამ­ტკი­ცებს, რომ მკვლე­ვა­რი “და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი პნევ­მო­ნი­ით“ (ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით) გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა არ­სე­ბობს შიში, რომ ში­პი­ლო­ვა შავი ჭი­რის იმ სა­ვა­რა­უ­დო ბაქ­ტე­რი­ით და­ი­ღუ­პა, რო­მელ­მაც შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

ახლა, რო­დე­საც რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ირ­კუტსკის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შავი ჭი­რის სა­ვა­რა­უ­დო ინ­ფი­ცი­რე­ბით მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბი­ან, კრემ­ლი დე­ტა­ლე­ბის მიჩ­ქმალ­ვას ცდი­ლობს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შავ ჭირ­ზე სტა­ტი­ე­ბი რუ­სულ ეროვ­ნულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში, მათ შო­რის მოს­კო­ვის “მე­ხუ­თე არ­ხი­სა“ და რუ­სე­თის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­ზე­თის, “კო­მერ­სან­ტის“ პლატ­ფორ­მე­ბი­დან უკვე გა­უ­ჩი­ნარ­და.

და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მამ, The Insider-მა, 2 ოქ­ტომ­ბერს გა­ნა­ცხა­და, რომ ფე­დე­რა­ლურ­მა ტე­ლე­არ­ხმა REN TV-მ ასე­ვე წა­შა­ლა ხუ­თი­ვე სტა­ტია, რო­მე­ლიც ირ­კუტსკის ოლ­ქში შავი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბას ეხე­ბო­და.

მონ­ღო­ლე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს, ირ­კუტსკის ოლ­ქის ქა­ლაქ ბა­ი­კალ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ 3 ოქ­ტომ­ბერს Telegram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც ქა­ლაქ შელე­ხოვ­ში ადა­მი­ა­ნის შავი ჭი­რით ინ­ფი­ცი­რე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფორ­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო მცხოვ­რებ­ლებს მო­უ­წო­დებ­და, თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ რა­ი­ონ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის, “ლუდი ბა­ი­კა­ლას“ (Lyudi Baikala) ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი ორ სა­ათ­ში წა­ი­შა­ლა. ვრცლად