რას ამბობს პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე?!
თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, - ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.
როგორც იმნაძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.
“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
"ინტერპრესნიუსი"