"არ იმოგზაუროთ რუსეთში, იქ სახიფათოა" - რა განცხადებას ავრცელებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი?!
ციმბირში ფილტვის ჭირის სავარაუდო შემთხვევის დაფიქსირების გამო, აშშ ამერიკელებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია პრესაში გავრცელებული ცნობები, რომ ირკუტსკის ოლქში დაფიქსირდა პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევა, რომელსაც ერთი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ასევე ცნობები ირკუტსკში დაკავშირებული საკარანტინო ღონისძიებებისა და საავადმყოფოების დახურვის შესახებ. ჩვენ კვლავ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. აშშ-ის მთავრობას რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. რუსეთთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამოგზაურო გაფრთხილების მე-4 დონე („არ იმოგზაუროთ“) კვლავ ძალაშია და მასში აღნიშნულია, რომ რუსეთში ამჟამად მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ”, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყება ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას გეგმავენ, კვლავ მკაცრად ურჩევენ, არ იმოგზაურონ რუსეთში უკანონო დაკავებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო.
"ინტერპრესნიუსი"