სუს-ის სპეცოპერაცია: დაკავებულია მოქალაქე, რომელიც "ურან-238"-ის გაყიდვას უცხოელზე 700 000 დოლარად გეგმავდა - კვირის პალიტრა

სუს-ის სპეცოპერაცია: დაკავებულია მოქალაქე, რომელიც "ურან-238"-ის გაყიდვას უცხოელზე 700 000 დოლარად გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"