“რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, „ოცნება“ ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილის საყვარელ სიტყვას - „კარტინკა!“ - ლევან ლორთქიფანიძე - კვირის პალიტრა

“რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, „ოცნება“ ერთი-ერთში იმეორებს სააკაშვილის საყვარელ სიტყვას - „კარტინკა!“ - ლევან ლორთქიფანიძე

თუ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციებს, მაშინ რატომ ჩადიან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან და დერეფნებში რატომ ელოდებიან?!“ - ამის შესახებ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები და წევრები ევროპული სტრუქტურების მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციებს „ჩალის ფასს“ უტოლებენ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ნელა მოქმედებს რეზოლუციების სამართალი, ურმით დადის, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის და იზოლაციაში ამოყოფებს.

„თუ ჩალის ფასი აქვს, რატომ ნერვიულობენ ასე ძალიან? თუ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციებს, მაშინ რატომ ჩადიან ლუქსემბურგის პარლამენტის დეპუტატებთან და დერეფნებში რატომ ელოდებიან?! თუ ჩალის ფასი აქვს, რატომ ცდილობენ, ყოველი ახალი ელჩი, რომელსაც გერმანია ან რომელიმე დასავლური სახელმწიფო ნიშნავს, კუთხეში მოამწყვდიონ, შანტაჟი მოუწყონ და ზეწოლა მოახდინონ? არ აქვს ჩალის ფასი! განიცდიან ამას. საქართველოს არცერთ ვითარებაში არ ექნება იმის ფუფუნება, ამ ტიპის ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან. „ქართულ ოცნებასაც“ სჭირდება დასავლეთთან ურთიერთობების რეგულირება.

რეზოლუციებს, შესაძლოა, არ აქვს მყისიერი ეფექტი, ველოდებით სანქციებს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მიმართ და აგვიანებს. შესაძლოა, ნელა მოქმედებს ეს რეზოლუციები და სამართალი ურმით დადის, მაგრამ ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს უქმნის, იზოლაციაში ამყოფებს. ფაქტია, რომ ამ რეზოლუციების წყალობით, დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. ხელის არჩამორთმევის პოლიტიკა.

განაგრძეთ კითხვა