"ნატა 16-17 წლის იყო, მე, დაახლოებით, 33-ის“ - რა აღიარა ბაჩუკი ჩხვიმიანმა?- ნატა ვიბლიანის საქმე
ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ "სანდო წყაროსთვის“მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს შეეხება.
რეპორტაჟში დეტალურადაა მოთხრობილი ნატა ვიბლიანის მძიმე ბრალდებების შესახებ. ქალი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, 35 წლის შემდეგ ამბობს, რომ ბავშვობიდან მოყოლებული სექსუალური ძალადობის, მუქარისა და სხვა დანაშაულების მსხვერპლი იყო.
მან ჩხვიმიანების ოჯახი პედოფილიაში, გაუპატიურებაში, ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა.საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ვარშავაში მისი გამოკითხვა ჩატარდა, ამოღებულია ნატა ვიბლიანისა და ბაჩუკი ჩხვიმიანის ნერწყვის ნიმუშები, ხოლო სვანეთში 43 მოწმე გამოიკითხა.
ბაჩუკი ჩხვიმიანი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, რეპორტაჟში საკუთარ პოზიციას პირველად ვრცლად ჰყვება.
"ნატა 16-17 წლის იყო, მე, დაახლოებით, 33-ის“ჩხვიმიანი ადასტურებს, რომ ნატა ვიბლიანთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფს არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებას.
"ეს იყო 16 წლიდან და ჩვენი ურთიერთობა მოხდა 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქნებოდი მაშინ 33 წლის.“
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათ სექსუალური კავშირი, ჩხვიმიანი ამბობს:
"კი, ახლაც ვამბობ მაგას, რომ მთაში მოხდა ეს ჩვენი ურთიერთობა"...
იგი უარყოფს ნატა ვიბლიანზე ბავშვობაში განხორციელებულ ძალადობას და ამბობს, რომ 9 წლის ბავშვთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.
"მდინარის პირას მოხდა ერთი შემთხვევა. კი ბატონო, ეს იყო მესამე შემთხვევა".
თუმცა გაუპატიურების ფაქტს ის არ ადასტურებს. ჩხვიმიანი იხსენებს, რომ წლების წინ მის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდება ნატა ვიბლიანის დედამაც წამოაყენა.
შემთხვევიდან ოთხ დღეში მოზარდის დედამ სახლში დაიბარა, უთხრა, რომ მის სახლში მოზარდზე ძალადობის კვალი იყო და საქმის გარჩევა დაუწყო სახლში. გაგიუპატიურებიაო ჩემი შვილიო და მის მერე იყო ეს, რომ დამაბრალეს, რომ დამიცხრილიაო სახლიო... - ამბობს ის.
კითხვაზე, იყო თუ არა ის იარაღით მისული სახლში, ჩხვიმიანი პასუხობს: "არა, არა, კაცო, რა, რა სისულელე. წივილ-კივილი, ერთი ამბავი ჰქონდათ.“
რას ამბობს ნატა ვიბლიანი ძალადობის ეპიზოდებზე