სიბრძნის კბილები გამოუსადეგარი სულ ტყუილად გვეგონა? - მათში აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედები, რომლებმაც შესაძლოა სასიცოცხლო ორგანოები აღადგინონ - კვირის პალიტრა

სიბრძნის კბილები გამოუსადეგარი სულ ტყუილად გვეგონა? - მათში აღმოაჩინეს ღეროვანი უჯრედები, რომლებმაც შესაძლოა სასიცოცხლო ორგანოები აღადგინონ

სიბ­რძნის კბი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დეგ­რად მი­იჩ­ნე­ო­და, შე­საძ­ლოა, ჯან­მრთე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი ელექ­სი­რი აღ­მოჩ­ნდეს. ახალ­მა სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ ეს კბი­ლე­ბი შე­ი­ცავს ძლი­ერ ღე­რო­ვან უჯრე­დებს, რომ­ლებ­მაც შე­საძ­ლოა სხე­უ­ლის ზო­გი­ერ­თი სა­სი­ცო­ცხლო ორ­გა­ნოს, მათ შო­რის გუ­ლის, ტვი­ნი­სა და ძვლე­ბის აღ­დგე­ნა მო­ა­ხერ­ხონ.

"ეს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი შე­იძ­ლე­ბა არე­ბულ იქ­ნას სიბ­რძნის კბი­ლე­ბის რბი­ლი ქსო­ვი­ლი­დან და გა­მო­ი­ყე­ნოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ის­თვის, რაც სტო­მა­ტო­ლო­გი­ა­ზე ბევ­რად მეტს მო­ი­ცავს", - აცხა­დე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

ჟურ­ნალ "Stem Cell Reports"-ში 2026 წლის მა­ის­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, აღ­მო­ა­ჩი­ნეს ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ცილა, რომ­ლის რა­ო­დე­ნო­ბაც კბი­ლებ­ში ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად მცირ­დე­ბა. ეს კლე­ბა კბი­ლებს კა­რი­ე­სი­სად­მი უფრო მო­წყვლადს ხდის და აფერ­ხებს შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცესს. რო­დე­საც სი­ჩუ­ა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა ხან­დაზ­მულ თაგ­ვებ­ზე ცდა ჩა­ა­ტა­რეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ცხო­ვე­ლებ­მა აღიდ­გი­ნეს ახა­ლი დენ­ტი­ნის წარ­მოქ­მნი­სა და პულ­პის ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნა­რი.

ეს ნიშ­ნავს, რომ სიბ­რძნის კბი­ლე­ბის ქსო­ვი­ლებს პო­ტენ­ცი­უ­რად შე­უძ­ლი­ათ და­ეხ­მა­რონ გუ­ლის აღ­დგე­ნას ინ­ფარ­ქტის შემ­დეგ. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლონ ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბის რე­გე­ნე­რა­ცი­ა­ში ან თუნ­დაც ტრავ­მის ან და­ბე­რე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ძვლის აღ­დგე­ნა­ში.

განაგრძეთ კითხვა