“საქართველოსთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დისკუსია გვექნება“ - რას აცხადებს მარტა კოსი - კვირის პალიტრა

“საქართველოსთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში დისკუსია გვექნება“ - რას აცხადებს მარტა კოსი

საქართველოსთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ, - ასე უპასუხა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ მარტა კოსისთვის დასმულ კითხვაში აღნიშნა, რომ საქართველოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ძალიან მცირე ეფექტი ჰქონდა, შესაბამისად, მან ევროკომისარს ჰკითხა, განიხილავს თუ არა კომისია უვიზო რეჟიმის უფრო ფართო შეჩერებას და არსებობს თუ არა საბჭოში მიზანმიმართულ სანქციებზე შეთანხმების რეალური შანსი.

„ჩვენ გვექნება კონკრეტული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით FAC-ში (ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში) მომავალ კვირას. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ“, - განაცხადა მარტა კოსმა.

განაგრძეთ კითხვა