შავი ჭირის შესაძლო გავრცელება რუსეთში - აშშ ციმბირიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებს
აშშ-ის ფედერალური უწყებები, რუსეთში შავი ჭირის პოტენციური შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ, ერთად მუშაობენ ციმბირიდან ჩასული მგზავრების მონიტორინგისთვის, - ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა ერიკა შვარცმა განაცხადა, რომ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი და სხვა უწყებები აკვირდებიან ციმბირიდან მიმავალი რეისების მგზავრებს; ამასთან, ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში - სადაც აღნიშნული რეგიონიდან რეისების უმეტესობა ჩადის - სამედიცინო პუნქტი მოეწყო.
ამავდროულად, შვარცმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი უწყება „სრულიად დარწმუნებულია, შეერთებული შტატებისთვის საფრთხე უკიდურესად დაბალია”.
"ინტერპრესნიუსი"