იტალიაში ქართველი ქალების შრომითი ექსპლუატაციისა და უკანონოდ დასაქმების სქემა გამოავლინეს: დაკავებულია 29 ადამიანი - კვირის პალიტრა

იტალიაში ქართველი ქალების შრომითი ექსპლუატაციისა და უკანონოდ დასაქმების სქემა გამოავლინეს: დაკავებულია 29 ადამიანი

იტალიური მედიის ცნობით, ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ქარ­თველ ქალ­თა უკა­ნო­ნო მიგ­რა­ცი­ა­სა და მათ შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქსე­ლი გა­მო­ავ­ლი­ნეს. ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 29 ადა­მი­ა­ნი.

ოპე­რა­ცია 7 ოქ­ტომ­ბერს დი­ლით და­ი­წყო და მას­ში იტა­ლი­ის ფი­ნან­სუ­რი გვარ­დი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 220 სამ­ხედ­რო მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქვეყ­ნის 10 პრო­ვინ­ცი­ა­ში, 95 ლო­კა­ცი­ა­ზე ჩა­ა­ტა­რეს ჩხრე­კა. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 101 პი­რია მხი­ლე­ბუ­ლი.

საქ­მეს მე­რა­ნოს ფი­ნან­სუ­რი გვარ­დი­ის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს და მას ბოლ­ცა­ნოს პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე იგორ სეკო უწევს კო­ორ­დი­ნი­რე­ბას.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში ორი ქარ­თვე­ლი ქალი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ლი­ა­ში უკა­ნო­ნოდ ჩას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, რის შემ­დე­გაც ქა­ლებს სხვა­დას­ხვა სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ათავ­სებ­დნენ და, ძი­რი­თა­დად, სამ­ხრეთ ტი­რო­ლი­სა და ტრენ­ტი­ნოს რე­გი­ო­ნებ­ში ოჯა­ხებ­ში მომ­ვლე­ლე­ბად ასაქ­მებ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ქა­ლე­ბის და­საქ­მე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­დნენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­რა­ნო­ში მოქ­მე­დი და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო გახ­და. სა­ა­გენ­ტო ფორ­მა­ლუ­რად კა­ნო­ნი­ე­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და და მას ორი იტა­ლი­ე­ლი მარ­თავ­და. ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და შეც­ვლი­ლი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ქარ­თველ ქა­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აფორ­მებ­დნენ, რათა მათ იტა­ლი­ა­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა შეს­ძლე­ბო­დათ. შე­დე­გად, 100-ზე მეტ ქალს ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დე­ბი და­უმ­ზა­დეს.

განაგრძეთ კითხვა