უკრაინელებმა რუსულ "მფრინავ თეფშს" მიაკითხეს - ყველაზე დიდ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა რუსულ "მფრინავ თეფშს" მიაკითხეს - ყველაზე დიდ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს

ყველაზე დიდ რუსულ „მრგვალ“ აეროდრომსაც დაარტყეს...

თანამგზავრულ ფოტოებზე ეს აეროდრომი გამორჩეულად მოჩანს დედამიწაზე არსებულ ათასობით სხვა აეროდრომისგან, რადგან ის „მრგვალია“...

ეს გახლავთ საბჭოთადროინდელი, ამჟამად კი რუსული სამხედრო აეროდრომი ბრიანსკის ოლქში, სახელწოდებით სეშჩა, რომლის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი,ბუნებრივია, სწორხაზოვანია, თუმცა სამანევრო ბილიკები ერთგვარ წრეს კრავენ და კოსმოსიდან მოჩანს, როგორც უზარმაზარი...„მფრინავი თეფში“...

1-aer-1791444618.png
რუსული „მრგვალი“ აეროდრომი სეშჩა, მასზე განთავსებული მსოფლიოში უდიდესი „რუსლანებით“, უკრაინელი სამხედროების „სანუკვარ ლუკმად“ რჩება...

თუმცა, სეშჩას სამხედრო აეროდრომის ცნობადობა მარტო ამ „უცნაური“ ფორმით არ შემოიფარგლება - მისი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 3 კმ-ს აღემატება და შეუძლია მსოფლიოში არსებული ყველაზე მძიმეწონიანი თვითმფრინავების მიღებაც, რისი გათვალისწინებითაც, ამ აეროდრომზე ბაზირებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 566-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაშია მსოფლიოში ყველაზე მძიმე, Ан-124 „რუსლანის“ ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები.

2-aer-1791444618.png
სეშჩას აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგად გაჩენილი ხანძრის კერა, რომელიც NASA FIRMS-ის თანამგზავრულმა მონიტორინგმა დააფიქსირა...

შესაბამისად, იმის გათვალისწინებითაც, რომ ეს რუსული სამხედრო აეროდრომი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან პირდაპირი ხაზით მხოლოდ 150 კმ-ით თუა დაშორებული, ის უნდა წარმოადგენდეს „მსუყე ლუკმას“ უკრაინის გენშტაბისთვის.

და ასეც მოხდა - 2026 წლის 6-7 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად განაცხადა სეშჩას აეროდრომზე იერიშის მიტანის შესახებ. სატელიტურმა მონაცემებმა (NASA FIRMS) დაადასტურა ხანძრის გაჩენა თვითმფრინავების სადგომ ზონაში.

3-aer-1791444618.png
ამდენი მძიმეწონიანი „რუსლანი“ ერთად არსად აყენია...

თუმცა, უკრაინული კამიკაძე-დროენების სამიზნე მარტო უზარმაზარი „რუსლანები“(რომლებიც,ბედის ირონიით სწორედ უკრაინაშია დაპროექტებული და შექმნილი ანტონოვის საკონსტრუქტორო ბიუროში) როდი გამხდარან-რუსული ძალები ამ აეროდრომს აქტიურად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ „გერანის“ ტიპის კამიკაძე-დრონების მასიურად გაშვების პლატფორმად და Ми-28, Ми-8 и Ка-52 სამხედრო შვეულმფრენების დისლოკაციისთვის.

ამ რუსულ სამხედრო აეროდრომზე უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგების საბოლოო სურათი ჯერ უცნობია და გაირკვევა მას შემდეგ, რაც დასავლეთის თანამგზავრები მის დეტალურ კოსმოსურ ფოტოებს გადაიღებენ...