საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - რა ფასებია ბენზინგასამართ სადგურებზე?! - კვირის პალიტრა

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - რა ფასებია ბენზინგასამართ სადგურებზე?!

საწვავი კვლავ გაძვირდა. ერთ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში დიზელის ღირებულება დამატებით კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდა, ბენზინის 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, დიზელის ფასმა 5.07 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი - 4.65 ლარამდეა, პრემიუმის - 4.33 ლარამდე, რეგულარის 4.08 ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ - 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი.

ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით; დიზელი - 54.5%-ით; ხოლო გაზის საწვავი - 0.6%-ით არის გაძვირებული.

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:

Wissol

ეკო სუპერი - 4.64 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.62 ლარი) - ზრდა 2 თეთრი;

ეკო პრემიუმი - 4.32 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.29 ლარი) - ზრდა 3 თეთრი;

ეკო დიზელი - 5.07 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.99 ლარი) - ზრდა 8 თეთრი;

ევრო დიზელი - 4.98 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი) - ზრდა 3 თეთრი;

ევრო რეგულარი - 4.08 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.02 ლარი) - ზრდა 6 თეთრი.

Gulf

G-Force სუპერი - 4.65 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.59 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;

G-Force პრემიუმი - 4.33 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.27 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;

ევრო რეგულარი - 4.03 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.97 ლარი) - ზრდა 6 თეთრი;

G-Force ევრო დიზელი - 4.99 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი)- ზრდა 4 თეთრი;

ევრო დიზელი - 4.93 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი) - ზრდა 6 თეთრი.

Portal

სუპერი - 4.29 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.24 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;

პრემიუმი - 4.09 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.04 ლარი) - ზრდა 5 თეთრი;

ევრო რეგულარი - 3.84 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.84 ლარი);

ევრო დიზელი - 4.89 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.79 ლარი) - ზრდა 10 თეთრი;

ეფექტური დიზელი - 4.79 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.69 ლარი) - ზრდა 10 თეთრი.Lukoil

სუპერი - 4.60 ლარი (7 ოქტომბრის 4.60 ლარი);

პრემიუმი დანამატებით - 4.25 ლარი (7 ოქტომბრის 4.25 ლარი);

რეგულარი - 3.95 ლარი (7 ოქტომბრის 3.95 ლარი);

ევრო დიზელი - 4.97 ლარი (7 ოქტომბრის 4.97 ლარი);

Socar

ნანო სუპერი - 4.55 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.55 ლარი);

ნანო პრემიუმი - 4.25 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.25 ლარი);

ნანო ევრო რეგულარი - 3.95 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.95 ლარი);

ევრო 5 დიზელი - 4.86 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);

ნანო ევრო 5 დიზელი - 4.94 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი);

განაგრძე კითხვა