"დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია... პოლიტიკოსის „პროფესია“აღარ არსებობს...არც არჩევნებია, არც პარლამენტი, არც საკრებულო" - ლევან სანიკიძე
დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია... ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა, ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო. სასაცილოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან სანიკიძე „ფეისბუქზე“ წერს.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა“.
„დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია. პოლიტიკოსის „პროფესია“ კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. სად უნდა მოსინჯო შენი შესაძლებლობა, სად უნდა შეამოწმო შენი მხარდაჭერა?
არც არჩევნებია, არც პარლამენტი, არც საკრებულო - ეს შესაძლებლობები 2012-2024 წლამდე არსებობდა, ახლა ესეც აღარაა. რჩება მხოლოდ ქუჩის ტრიბუნა, სადაც, თუკი ვინმე იღებს ინიციატივას, იმას მაშინვე იჭერენ. მედიასაც ბოლომდე გუდავენ, პარტიებს აუქმებენ.
ამ ჩაკეტილი წრიდან გარღვევას ის პოლიტიკოსი გააკეთებს, რომელიც - ჯერ დაამარცხებს პროპაგანდას, მოიპოვებს საზოგადოების ტოტალურ ნდობას და შეძლებს ნორმალური ადამიანების კონსოლიდაციას. სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ურთულესი.
და ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა. ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო.
მოკლედ, სასაცილოა.
"ინტერპრესნიუსი"