"სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე გავიზარდე“ - ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

"სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე გავიზარდე“ - ისრაელის პრეზიდენტმა ქართული წარმოშობის ექიმი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა.„მათთვის, ვინც არ იცის, ქართულ საზოგადოებაში სახელი შოთა უკავშირდება შოთა რუსთაველს, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომლის პოეზიაზეც მე, სხვადასხვა გარემოების გამო, გავიზარდე“, - თქვა ისრაელის პრეზიდენტმა.

ცერემონიაზე აღნიშნეს, რომ მუსაევმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა Flydubai-ს რეისის 174 მგზავრის სიცოცხლის გადარჩენაში - თავდამსხმელის შესაკავებლად სხვა მგზავრებს დახმარება გაუწია, შემდეგ კი მძიმედ დაჭრილ კაპიტანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.

მუსაევმა კაპიტანს ძლიერი სისხლდენა შეუჩერა და თვითმფრინავის დაშვებამდე მასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა, რათა მისი მდგომარეობა დაესტაბილურებინა.

ასევე ნახეთქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც პილოტი გადაარჩინა Flydubai-ის რეისზე: „რამდენიმე წამიც და აქ აღარ ვიქნებოდით“ჯილდო გადაეცა კიდევ ხუთ ადამიანს, რომლებმაც ინციდენტის დროს თვითმფრინავისა და მგზავრების გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე მეორე პილოტი კაპიტანს თავს დაესხა და, ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. მგზავრებმა თავდამსხმელი შეაკავეს, თვითმფრინავი კი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში ავარიულად დაეშვა. ვრცლად