"ჩემი შვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს“ - ციმბირში გარდაცვლილი 28 წლის მეცნიერის დედა შავი ჭირის გაჟონვის შესახებ პირველად ალაპარაკდა - კვირის პალიტრა

"ჩემი შვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს“ - ციმბირში გარდაცვლილი 28 წლის მეცნიერის დედა შავი ჭირის გაჟონვის შესახებ პირველად ალაპარაკდა

ციმ­ბირ­ში შავი ჭი­რის სა­ვა­რა­უ­დო აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 28 წლის რუსი მეც­ნი­ე­რის, და­რია ში­პი­ლო­ვას დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვის შე­დე­გად და­ინ­ფი­ცირ­და. გარ­დაც­ვლი­ლის დედა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვა აცხა­დებს, რომ სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წირ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

28 წლის და­რია ში­პი­ლო­ვა ირ­კუტსკის ციმ­ბი­რი­სა და შო­რე­უ­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში ლა­ბო­რან­ტად მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც იგი ცუ­დად გახ­და და 2 ოქ­ტომ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იგი რუ­სეთ­ში ფილ­ტვის ჭი­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ პირ­ველ პა­ცი­ენ­ტად ით­ვლე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი, რომ მეც­ნი­ერს სა­ხი­ფა­თო პა­თო­გე­ნის შემ­ცვე­ლი სინ­ჯა­რა ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და და გა­უ­ტყდა. თუმ­ცა, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ, სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვამ რუ­სულ გა­მო­ცე­მა Glubina-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რა, რად­გან მსგავ­სი სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“მე ვიცი სი­მარ­თლე. ჩემი ჭკვი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბი­დან ამ ვერ­სი­ის არა­ვის სჯე­რა. ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შაკ­მა იცის, რომ ასე­თი სინ­ჯა­რის გა­ტეხ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, კე­დელ­საც რომ ეს­რო­ლო, არ გა­ტყდე­ბა. მსგავ­სი რა­მის თქმა მხო­ლოდ მოყ­ვა­რულს შე­უძ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა სვეტ­ლა­ნა ში­პი­ლო­ვამ.

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სინ­ჯა­რე­ბი იმ­დე­ნად არის და­ცუ­ლი, რომ მათ­გან შიგ­თავ­სის დაღ­ვრა ან მათი გა­ტეხ­ვა ჰი­პო­თე­ტუ­რა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“მათ უბ­რა­ლოდ ჩემი შვი­ლი სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­წი­რეს“, - დას­ძი­ნა გარ­დაც­ვლი­ლი მეც­ნი­ე­რის დე­დამ. ვრცლად