“ელ-ნი­ნი­ოს“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა" - როდის მიაღწევს კლიმატური ფენომენი პიკს? - კვირის პალიტრა

“ელ-ნი­ნი­ოს“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა" - როდის მიაღწევს კლიმატური ფენომენი პიკს?

8 ოქ­ტომ­ბერს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ “ელ-ნი­ნი­ოს“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი გლო­ბა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი მოვ­ლე­ნა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და პიკს დე­კემ­ბერ­ში მი­აღ­წევს - ეს პლა­ნე­ტის უმე­ტეს ნა­წილ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას გა­მო­იწ­ვევს და კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვებს ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გებს.

გა­ე­როს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, WMO-ის (მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია) გან­ცხა­დე­ბით, ეს ბუ­ნებ­რი­ვი კლი­მა­ტუ­რი ფე­ნო­მე­ნი შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი იყოს 1950 წლის შემ­დეგ.“ელ-ნი­ნიო“ წყნა­რი ოკე­ა­ნის ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ეკ­ვა­ტო­რულ ნა­წილ­ში წყლის ზე­და­პი­რის გათ­ბო­ბას იწ­ვევს, რაც ქა­რე­ბის, ატ­მოს­ფე­რუ­ლი წნე­ვის და ნა­ლე­ქე­ბის გლო­ბა­ლურ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მოვ­ლე­ნა, რო­გორც წესი, 2-იდან 7 წლამ­დე ინ­ტერ­ვა­ლით მე­ორ­დე­ბა და 9-იდან 12 თვემ­დე გრძელ­დე­ბა. კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი “ელ-ნი­ნი­ო­სა“ და მის სა­პი­რის­პი­რო მოვ­ლე­ნას, “ლა-ნი­ნი­ას“ შო­რის მო­ნაც­ვლე­ობს, ხოლო მათ შო­რის ნე­იტ­რა­ლუ­რი პე­რი­ო­დია.

“პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, წყნა­რი ოკე­ა­ნის ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ტრო­პი­კულ ნა­წილ­ში ზღვის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 2026 წლის ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სარ­ე­კორ­დო ნიშ­ნულს მი­აღ­წევს. რაც ელ-ნი­ნი­ოს გაძ­ლი­ე­რე­ბას ასა­ხავს, ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ამინ­დის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­ზე, ეკო­ნო­მი­კა­ზე, ეკო­სის­ტე­მებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე იმოქ­მე­დებს“, - აცხა­დებს WMO. ვრცლად