„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
დეველოპერული კომპანია Ave.New - ახალი გამზირი ოქტომბერში რეფერალურ პროგრამას იწყებს, რომელიც მეგობრებსა და ახლობელ ადამიანებს ახალ გამზირზე ერთად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კამპანიის ფარგლებში, Ave.New-ის არსებული მობინადრე ან ბინის მყიდველი მეგობარს ან ახლობელს მოიწვევს პროექტში. ბინის შეძენის შემთხვევაში, ორივე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებს.
დეველოპერული კომპანია Ave.New - ახალი გამზირი ბინების მყიდველებისთვის ოქტომბრის თვეში რეფერალურ კამპანიას იწყებს. შეთავაზებით ისარგებლებს ყველა მომხმარებელი, ვინც მოიწვევს მეგობარს და ორივე ერთად შეიძენს ბინას. კამპანიის გზავნილი „ისევ ერთად, ახალ გამზირზე“, მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ახალ სახლში გადასვლისას სურთ თავიანთი საყვარელი ადამიანები ისევ ახლოს, საკუთარ სამეზობლოში ჰყავდეთ.
შეთავაზება შეზღუდული დროით და 10-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

როგორ მუშაობს რეფერალური პროგრამა
კამპანიის ფარგლებში თითოეული ახალი მობინადრე მეგობართან ერთად შეძლებს ისარგებლოს შემდეგი პირობებით:
- 9%-იანი ფასდაკლება ერთიან გადახდაზე და დანაზოგი ბინის ფართის მიხედვით 24 000-დან 42 000 ლარამდე.
- გრძელვადიანი განვადებით შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება 6 000 ლარამდე.

ახალი ურბანული ცენტრი აღმაშენებლის ხეივანზე
„ახალი გამზირი“ აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსია. ის საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებთან ერთად სრულყოფილ ურბანულ დაგეგმარებასაც მოიცავს: გამართულ ინფრასტრუქტურას, ახალ სამანქანო გზასა და პირველ საფეხმავლო, რეკრეაციულ ხიდს. გამწვანებული ხიდი ფარნავაზ მეფის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას.
პროექტის დასრულების შემდეგ, ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მრავალფეროვანი სერვისები და ინფრასტრუქტურა, როგორებიცაა:
- 8 საცხოვრებელი ნაგებობა, რომელიც ჯამში 3000-მდე ბინას მოიცავს;
- კომერციული და საოფისე ფართები;
- 25 000 კვ.მ რეკრეაციული ზონა და საფეხმავლო ხიდი;
- „აგროჰაბი“ კომპლექსის ტერიტორიაზე;
- სპორტული დარბაზი;
- ფეხბურთის, კალათბურთის მოედნები და პადელის კორტი;
- საბავშვო ზონა;
- კაფე და რესტორანი;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

მშენებლობის ეტაპი A ბლოკი
კომპლექსის განაშენიანება A ბლოკით დაიწყო, მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - საძირკვლის სამუშაოები. A1 საცხოვრებელ ბლოკზე ხიმინჯების სამუშაოები დასრულებულია, A3 ბლოკზე კი მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წელს იგეგმება.
R