საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - დაშავდა 48 სამართალდამცავი - კვირის პალიტრა

საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე კიდევ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - დაშავდა 48 სამართალდამცავი

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საფ­რან­გეთ­ში ხუთ­შა­ბათს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში 71 500 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის - 24 500 დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, - ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა France 24-ი ავ­რცე­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 504 ადა­მი­ა­ნი. დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 48 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი და­შავ­და. საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუმ დე­ტა­ლუ­რად მი­მო­ი­ხი­ლა ის ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა, ედუ­არ ჟეფ­რემ და­ა­ა­ნონ­სა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს 3 024 ისე­თი მას­წავ­ლებ­ლის (ე.წ. შემ­ცვლე­ლი პე­და­გო­გის) მო­ბი­ლი­ზე­ბას.

ამას­თან, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა იმ 114 სკო­ლას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე დიდ სირ­თუ­ლე­ებს გა­ნიც­დი­ან. „შემ­ცვლე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო გაც­დე­ნი­ლი გაკ­ვე­თი­ლის თი­თო­ე­უ­ლი სა­ა­თი მოს­წავ­ლე­ებს აზა­რა­ლებს. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა. სე­ბას­ტი­ან ლე­კორ­ნუს თქმით, მთავ­რო­ბა 2027 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტანს, რათა „მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ზო­გი­ერ­თი წი­ნა­და­დე­ბა კონ­კრე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბად აქ­ცი­ოს“.

განაგრძეთ კითხვა