“ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი შემ­თხვე­ვა გა­და­ე­ცე­მა ჩემს ად­ვო­კატს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მივ­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე - კვირის პალიტრა

“ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი შემ­თხვე­ვა გა­და­ე­ცე­მა ჩემს ად­ვო­კატს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მივ­მარ­თავ სა­სა­მარ­თლოს“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

"ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გან­ზრახ გა­ავ­რცე­ლებს ჩემს შე­სა­ხებ ცრუ ფაქ­ტობ­რივ ბრალ­დე­ბებს ან შე­ეც­დე­ბა ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა­სა და ჩემ­თვის ზი­ა­ნის მო­ყე­ნე­ბას, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აგებს პა­სუხს სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებ­ზე", - ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე:"მინ­და ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო: მე ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან, სა­კუ­თა­რი შრო­მით, თავ­და­დე­ბი­თა და უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით შექ­მნა. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ვშრო­მობ იმის­თვის, რომ ჩემს საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიო და ჩემი ქვე­ყა­ნა ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ვა­ჩი­ნო. ჩემი სამ­შობ­ლოს­თვის კარ­გის მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია და ამის­თვის არას­დროს არა­ფე­რი და­მი­შუ­რე­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკვე სამი წე­ლია, ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ან­ტი­პი­არ­კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მუდ­მი­ვად ვა­წყდე­ბი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს, და­მამ­ცი­რე­ბელ გან­ცხა­დე­ბებ­სა და იარ­ლი­ყებს, რომ­ლებ­საც ყო­ველ­გვა­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე მაკ­რა­ვენ.

სი­ტყვებს, რო­გო­რი­ცაა, "რუ­სე­თუ­მე“”ქოცი” “ფუ­ლის მონა” და სხვა მსგავ­სი იარ­ლი­ყე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი სა­ხე­ლი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, არას­დროს მი­ვი­ღებ­დი და არც მო­მა­ვალ­ში მი­ვი­ღებ.

მე ვარ მომ­ღე­რა­ლი, არ­ტის­ტი და, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბა, პრინ­ცი­პე­ბი და სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი შრო­მით შექ­მნა. აქამ­დე არას­დროს ვაქ­ცევ­დი მსგავს კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბას. უბ­რა­ლოდ არ მი­მაჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლო­ბენ ჩემს დამ­ცი­რე­ბას, ჩემს დრო­სა და ენერ­გი­ას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს სა­ზღვა­რი!

განაგრძეთ კითხვა