უპრეცედენტო გადაწყვეტილება აშშ-ში: რა არის ცნობილი სამხედრო ფსიქიატრზე, რომელმაც 2009 წელს 13 ადამიანი მოიკლა?
ტრამპის გადაწყვეტილება და პენტაგონის განცხადებააშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის, ნიდალ მალიკ ჰასანის სიკვდილით დასჯა პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომელმაც თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე გააუქმა ჯო ბაიდენის მიერ ფედერალურ სიკვდილით დასჯაზე დაწესებული მორატორიუმი.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, საჯარო ტრანსლირების მიზანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ მსგავს მძიმე დანაშაულებს მკაცრი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ეს ნახოს და პროცესი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ასეთ ქმედებებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა. მან კონსერვატიულ ტელეარხ Real America's Voice-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჰასანს "დახვრეტენ. ასეც უნდა მოხდეს“.
სიკვდილით დასჯა დაგეგმილია 3 დეკემბერს, ტეხასის შტატის ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე. ეს იქნება აშშ-ის არმიაში სამხედრო პირის დახვრეტის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების (1945 წლის) შემდეგ.
რა არის ცნობილი ფორტ-ჰუდის მსროლელზე? - ბიოგრაფია, რადიკალიზაცია და თავდასხმაადრეული ცხოვრება და სამხედრო კარიერა:
ნიდალ მალიკ ჰასანი დაიბადა 1970 წელს ვირჯინიის შტატში, პალესტინელი ემიგრანტების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სამხედრო სამსახური დაიწყო აშშ-ის არმიაში, რათა უმაღლესი განათლების დაფინანსება მიეღო.
ვირჯინიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა გააგრძელა შეიარაღებული ძალების სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში (USUHS), სადაც მიიღო ექიმის ხარისხი. მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო აშშ-ის არმიის ფსიქიატრად და მაიორის წოდებას მიაღწია.

რადიკალიზაცია და კავშირი "ალ-ქაიდასთან“:
2000-იანი წლების ბოლოს, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში მუშაობისას, ჰასანის ქცევამ კოლეგების შეშფოთება გამოიწვია. ის ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კამპანიების გამო და აცხადებდა, რომ მუსლიმი ჯარისკაცები არ უნდა იბრძოდნენ თანამოძმეების წინააღმდეგ.
გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ჰასანს ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა ანვარ ალ-ავლაკისთან - "ალ-ქაიდას“ ერთ-ერთ ცნობილ იდეოლოგთან და სასულიერო პირთან. მიუხედავად იმისა, რომ FT/FBI-ის სპეცსამსახურებმა ეს მიმოწერა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფიქსირეს, ჰასანი მაშინ საფრთხედ არ მიიჩნიეს და საქმე დახურეს.