“ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს - ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია“ - ირაკლი კობახიძე - კვირის პალიტრა

“ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს - ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია“ - ირაკლი კობახიძე

ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტის, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი , - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას.

პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს.

„თქვენ იცით, ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტი, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი.

რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. მგონი, უზენაესი საბჭო უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 80-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი საკუთარი არსებობის ბოლო წლებს ითვლიდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, მთლიანად ევროპული ბიუროკრატია არის მძიმე მდგომარეობაში, ამის გამოხატულებაა ასეთი დებატები, დოკუმენტები. ქართ

განაგრძეთ კითხვა