“ ქართულმა ოცნებამ“ 93 სიტყვა აკრძალა“ - რა განცხადებას ავრცელებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, "კომუნიკაციების კომისიის" მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“, „სასამართლო კლანი“ და ასე შემდეგ.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.
„კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს. 1-ელ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“ „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებისთვის უკვე მესამედ და ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა.
საერთო ჯამში ბოლო 6 თვეში კომისიამ კრიტიკულ ტელევიზიებს ტელეკომპანია „პირველსა“ და „ფორმულას“ ამ მიზეზით მოხსენებითი ბარათები უკვე 7 ჯერ შეუდგინა. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ჯარიმები 2500 და 5000 ლარს შეადგენდა ახლა კი 10 000 ლარამდე გაიზარდა.