"ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი უნდა გაზარდო მამამ ასეთი, როგორიც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, საკუთარ მამას ციხეში რომ ტოვებენ" - შალვა პაპუაშვილი
ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი უნდა გაზარდო მამამ ასეთი, როგორიც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ - ეს არის სინამდვილეში „ნაცობა“, პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განცხადებას, რომ „სხვა პატიმრების გათავისუფლების შემდეგ იქნება მსჯელობა იმაზე, პაატა ბურჭულაძე უფრო ფასეულია ციხეში თუ თავისუფლებაზე“.
პაპუაშვილის თქმით, „ნაცი“ ოჯახშიც „ნაცია“ და ქუჩაშიც.
„ნახევრად ირონიით ვიტყვი, რომ შვილი უნდა გაზარდო ასეთი მამამ, როგორც ბურჭულაძემ და ჩახუნაშვილმა გაზარდეს, რომ საკუთარ მამას ციხეში ტოვებენ. ეს არის სინამდვილეში „ნაცობა“ - პირდაპირი გადმოთარგმნა ოჯახურ ურთიერთობაში. „ნაცი“ ოჯახშიც „ნაცია“ და ქუჩაშიც.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, არიან მათ შორის, ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები. ისინი ჯერ შეაგულიანეს. 2024 წლის არჩევნებიდან თვეების განმავლობაში დიპლომატების, პოლიტიკოსების მათ შორის, ევროკავშირის და სხვა ელჩების პირადი ჩართულობით, ხდებოდა კულტივირება იმ აზრის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კანონიერი მეთაური - ამას უნერგავდნენ თავში საკუთარ ექსტრემისტ მხარდამჭერებს, შემდეგ ეს ექსტრემისტები შეიკრიბნენ და ზუსტად ამ აზრს წვეთ-წვეთად ტვინში უნერგავდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, ხოლო პრეზიდენტის სასახლე დაკავებულია არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ. შემდეგ გამოვიდა ევროკომისიის პრესსპიკერი, რომელმაც თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქცია, რომელიც დაანონსებული იყო, როგორც დამხობის, მხარს უჭერდა. მივიღეთ ეს, რომ შტურმი მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე, აღმოჩნდნენ ციხეში, იხდიან სასჯელს. სანაცვლოდ მიიღეს, რომ დღეს ბრიუსელს მასალად ჰყავს გამოყენებული ეს ადამიანები, რომელიც ციხეში იმისთვის არიან, რომ საქართველო დააზიანონ და განცხადებებით მიიტანონ ხოლმე შეტევა. ამიტომ ეს ადამიანები დღეს ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან. მათივე ინტერესშია, რომ საკუთარი თავი იარაღად არ გამოაყენებინონ ბრიუსელს და შესაბამისად, აღიარონ თავისი დანაშაული ქვეყნის წინაშე. ნუ მისცემენ ბრიუსელს საშუალებას რომ ეს უსინდისოდ გამოიყენოს მათი პატიმრობა და ჩატოვონ იქ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
"ინტერპრესნიუსი"