"მაინტერესებს რა დავუშავე ამ ხალხს?! იქნებ ჩემი განათლება არ მოსწონთ.. რატომ წარმომაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად?!" - გიორგი გველესიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"მაინტერესებს რა დავუშავე ამ ხალხს?! იქნებ ჩემი განათლება არ მოსწონთ.. რატომ წარმომაჩინეთ მედიდურ და ქედმაღალ ადამიანად?!" - გიორგი გველესიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და მის ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"მე მინ­და და­ვუს­ვა შე­კი­თხვა ამ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლა­ფერ­ში ფულს არ იღე­ბენ. მა­ინ­ტე­რე­სებს რა და­ვუ­შა­ვე ამ ხალ­ხს? იქ­ნებ ვა­გი­ნე, იქ­ნე­ბა ვლან­ძღე სად­მე. ჩემი გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბი არ მო­ე­წო­ნათ, იქ­ნე­ბა ში­ნა­არსში არ მე­თან­ხმე­ბა ვინ­მე. იქ­ნებ გა­ნათ­ლე­ბა არ მოს­წონთ ან სახე არ მოს­წონთ, რა ვიცი, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა მო­გი­გო­ნონ... კონ­კრე­ტუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს

პრობ­ლე­მა რა­შია, მე თქვენ­თვის არც აკა­ცუ­კი და­მი­ძა­ხია, არც უსამ­შობ­ლოს გე­ძა­ხით და მე­ტიც, აი ამ ყვე­ლაფ­რის გამო არც ჩი­ვილს ვა­პი­რებ და არც არა­ვის და­ჯა­რი­მე­ბა მსურს, რად­გან მგო­ნია რომ ჩი­ვი­ლი ადა­მი­ანს ვერ გა­მო­ას­წო­რებს. იქ­ნებ იმ ფრა­ზამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ, რო­მე­ლიც წამ­ყვანს ვუ­თხა­რი, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს შენ­თვის ჩი­ნუ­რია მეთ­ქი. შე­იძ­ლე­ბა ეს თქვენ­თვის მარ­თლაც ცუდი მო­სას­მე­ნი იყო, მაგ­რამ რა­ტომ არ უშ­ვებთ იმ ფაქტს, რომ მე და სა­ბას გვაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მე შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს იმის უფ­ლე­ბა, რომ მას ასე ვუ­თხრა, რად­გან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი

ვი­ყა­ვი, რომ ის ამას არც წყე­ნად მი­ი­ღებ­და და არც ქედ­მაღ­ლუ­რად. გააგრძელეთ კითხვა